ჩვენი გუნდი
აკადემიის ადმინისტრაცია
ეკა ფუტკარაძე
„აჭარა ჯგუფის“ აკადემიის დირექტორი
ეკა „აჭარა ჯგუფს“ 2019 წელს შემოუერთდა კომპანიის შიდა საგანმანათლებლო დაწესებულების, „აჭარის ჯგუფის“ აკადემიის დაარსების მიზნით. „აჭარა ჯგუფში“ მოსვლამდე, ეკა შვიდი წლის განმავლობაში მართავდა საკუთარ ტრენინგ-საკონსულტაციო ცენტრს, მანამდე ხელმძღვანელობდა სწავლებისა და განვითარების განყოფილებას ჯერ „თიბისი“ ბანკში, შემდეგ ბანკ „რესპუბლიკაში“ – ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“. ეკას კორპორატიული ტრენერობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდა კერძო თუ საჯარო ორგანიზაცებთან აღმასრულებელი ქოუჩინგის და საგანმანათლებლო პროექტების დანერგვის მიმართულებით. ეკა ევროპის გეშტალტ ასოციაციის (European Gestalt Association -EAGT) ლიცენზირებული ქოუჩი და გეშტალტთერაპევტია და 2018 წლიდან არის ამავე ორგანიზაციის წევრი.
საბა ჩიხლაძე
„აჭარა ჯგუფის“ ბიზნეს ქოუჩი და და თანამშრომელთა გამოცდილების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
საბა „აჭარა ჯგუფს“ 2020 წელს შემოუერთდა. მანამდე, 10 წლის მანძილზე, მუშაობდა ადამიანური პოტენციალის განვითარებაზე ადგილობრივ თუ საერთაშორისო კომპანიებთან. ამჟამად საბა „აჭარა ჯგუფში“ ბიზნეს ქოუჩისა და თანამშრომელთა გამოცდილების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს. პარალელურად კი საკუთარ ტრენინგ და საკონსულტაციო სააგენტოს ხელმძღვანელობს. „აჭარა ჯგუფის“ აკადემიის კულინარიის სკოლაში საბა აქტიურადაა ჩართული მენტორების გადამზადებასა და მათი შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებში. ასევე, ინტენსიურად თანამშრომლობს სკოლის ლექტორებთან ეფექტური სწვლების მეთოდოლოგიების შემუშავების მიზნით.
ნანა კურტანიძე
„აჭარა ჯგუფის“ აკადემიის კულინარიის სკოლის კოორდინატორი
ნანა „აჭარა ჯგუფის“ აკადემიას 2021 წლის იანვარში შემოუერთდა. მანამდე ის მუშაობდა „ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამაში“, პროექტების მართვის გუნდში და წვლილი შეჰქონდა საქართველოს საჯარო მოხელეების კომპეტენციების ამაღლებაში. ასევე, მას აქვს მკვლევარ-ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება საქართველოს პარლამენტში. რაც შეეხება მის განათლებას, ნანამ 2019 წელს მოიპოვა „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინტიტუტის“ (GIPA) მაგისტრის ხარისხი საჯარო მმართველობაში. ამჟამად ის იკავებს „აჭარა ჯგუფის“ აკადემიის კულინარიის სკოლის კოორდინატორის პოზიციას.
დევიდ ლეგრანი
„აჭარა ჯგუფის“ აკადემიის კულინარიის სკოლის პრაქტიკის ხელმძღვანელი
დევიდი 2017 წელს შემოუერთდა „აჭარა ჯგუფს“, როგორც „რუმსის“ მთავარი შეფ-მზარეული. დევიდი კულინარიის ხელოვნებას ლონდონში, „ვესტმინსტერის კოლეჯში“ დაეუფლა და გაიარა მომზადება ისეთ ცნობილ კულინარებთან, როგორებიც არიან ალან შაპელი (Alain Chapel) და ალან დუკასი (Alain Ducasse). „აჭარა ჯგუფში“ მოსვლამდე იყო მზარეულის ასისტენტი ცნობილი რესტორნების ქსელ „ნობუში“. ტრადიციული ფრანგული სამზარეულოს მიმართულებით მას 15 წელზე მეტ ხნიანი გამოცდილება აქვს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
კულინარიის სკოლის აკადემიური პერსონალი

დევიდ ლეგრანი
“რუმს” თბილისის შეფ-მზარეული
საგნები: მენიუ და სამზარეულო და ტრადიციული ფრანგული სამზარეულო
დევიდი 2017 წელს შემოუერთდა „აჭარა ჯგუფს“, როგორც „რუმსის“ მთავარი შეფ-მზარეული. დევიდი კულინარიის ხელოვნებას ლონდონში, „ვესტმინსტერის კოლეჯში“ დაეუფლა და გაიარა მომზადება ისეთ ცნობილ კულინარებთან, როგორებიც არიან ალან შაპელი (Alain Chapel) და ალან დუკასი (Alain Ducasse). „აჭარა ჯგუფში“ მოსვლამდე იყო მზარეულის ასისტენტი ცნობილი რესტორნების ქსელ „ნობუში“. ტრადიციული ფრანგული სამზარეულოს მიმართულებით მას 15 წელზე მეტ ხნიანი გამოცდილება აქვს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

მატეო ბოსკეტო
„ლოლიტას“ შეფ-მზარეული
საგანი: ტრადიციული იტალიური სამზარეულო
მატეო „აჭარა ჯგუფს“ 2016 წელს შემოუერთდა და დღეს იგი „ლოლიტას“ მთავარი შეფ-მზარეულია. მატეო წარმოშობით იტალიელია, მაგრამ კულინარიული კარიერა ლონდონში დაიწყო, სადაც 7 წელი გაატარა სხვადასხვა რესტორნის სამზარეულოში და მუშაობდა ისეთ ცნობილ შეფებთან, როგორებიც არიან ნილ კუპერი (Neil Cooper) და ოლი კუიო (Ollie Couillaud). „აჭარა ჯგუფში“ მოსვლამდე იგი 3 წელი იყო ვერონას ერთ-ერთი წამყვანი რესტორნის შეფ-მზარეული.

ამიკო ქარჩხაძე
“რუმს” თბილისის სომელიე / F&B ზედამხედველი
საგანი: მსოფლიო და ქართული ღვინო
ამიკო 2016 წლიდან მუშაობს სასტუმრო “რუმსში” სომელიეს პოზიციაზე. ის გახლავთ საქართველოს სომელიეთა ასოციაციის წევრი და ფლობს მსოფლიოში ცნობილი ორგანიზაციის -“ Wine & Spirit Education Trust -WSET”-ის ღვინის შემსწავლელი კურსების სერტიფიკატს.

იანა ლიუბიშ
უფროსი ხარჯთაღმრიცხველი
საგანი: ხარჯთაღრიცხვა და კონტროლი
იანამ 2011 წელს დაიწყო მუშაობა “აჭარა ჯგუფში ” და ბოლო 5 წელია სასმელებისა და კვების დეპარტამენტის ხარჯების კონტროლიორის პოზიციას იკავებს. იანას პროფესიულ მოვალეობებში შედის ჯგუფში შემოსული პროდუქციის ხარჯთაღრიცხვა, ინვენტარიზაციის ანალიზი და მენიუში არსებული კერძების თვითღირებულების დაანგარიშება.

სარა დუ ლაგუ
კონსულტანტი მიქსოლოგი
საგანი: სერვისი
სარამ “აჭარა ჯგუფში” მუშაობა 2017 წელს დაიწყო მიქსოლოგის პოზიციაზე, დღეს კი იგი კორპორაციული ტრენინგების მენეჯერია და მთელი ჯგუფის მასშტაბით ატარებს სერვისის ხელოვნების ტრენინგებს. სარა წარმოშობით პორტუგალიიდანაა, მაგრამ მისი კარიერული განვითარება ლონდონს უკავშირდება, სადაც 2011 წლიდან მუშაობდა სამზარეულოს სხვადასხვა საოპერაციო დეპარტამენტებში. საქართველოში ჩამოსვლამდე სარა ლონდონის ცნობილ რესტორანში, “Shepherds of Westminster”-ში მუშაობდა მსოფლიოში ცნობილ შეფთან, კარლ გოვარდთან (Karl Goward).

ნინო პატარიძე
გენერალური მენეჯერი
საგანი: ღონისძიებების მართვა
ნინომ “აჭარა ჯგუფში” მუშაობა 2010 წელს დაიწყო, “ჰოლიდეი ინნის” სასმელებისა და კვების დეპარტამენტში, დღეს კი კომპანიის გენერალური მენეჯერია. ნინოს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ღონისძიებების მართვასა და საბანკეტო სერვისების მენეჯმენტში. მან 2009 წელს დაამთავრა საქართველოს ავიაციის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამა.

ირაკლი ლეჟავა
აღმ. შეფ-მზარეულის ადმინისტრაციული ასისტენტი
საგანი: ჰიგიენა, სანიტარული ნორმები და სურსათის უვნებლობა
ირაკლი “აჭარა ჯგუფს” 2017 წელს შემოუერთდა და იკავებს აღმასრულებელი შეფ-მზარეულის ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციას. მან დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგროტექნოლოგიის ფაკულტეტი, კერძოდ, მეღვინეობა-მევენახეობის საბაკალავრო პროგრამა. ირაკლი 3 წელი მუშაობდა აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის ადმინისტრაციული კოორდინატორის პოზიციაზე.

სალომე გიგაშვილი
ხარისხის მენეჯერი, შპს “ჩირინა”.
საგანი: კვების პროდუქტების ტექნოლოგიები
სალომე გახლავთ შპს “ჩირინას” (ბიუ ბიუს) ხარისხის მენეჯერი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. მან დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კვების პროდუქტების ტექნოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო ამჟამად სწავლობს სასურსათო ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამაზე. სალომემ გაიარა კომიდა სერვისის და პეპსიკოს დისტანციური სწავლების კურსები და სტაჟირება გერმანული რძის პროდუქტების მწარმოებელ ბიო ქარხანაში – Bornwiesenhof-hunsrueck, LOGO e.V.

ქეთი ბაქრაძე
რესტორატორი
საგანი: ტრადიციული ქართული სამზარეულო
ქეთი პროფესიით ჟურნალისტია, მაგრამ ამავდროულად არის თვითნასწავლი კულინარი, კულინარიული გადაცემების ტელეწამყვანი და წარმატებული რესტორატორი. მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს კულინარიის სფეროში და დაფუძნებული აქვს რესტორნები: “დაინინგ რუმი“ (Dining Room), “ქეთის ბისტრო“, “ვერის დუქანი” და “მამმა მია“.

გიორგი ჩიხლაძე
საკონფერენციო და საბანკეტო მიმართულების მენეჯერი
საგანი: ღონისძიებების მართვა
გიორგიმ “ჰოლიდეი ინნის” ღონისძიებების დეპარტამენტში მუშაობა 2010 წელს დაიწყო, დღეს კი აჭარა ჯგუფის საკონფერენციო და საბანკეტო მიმართულების მენეჯერია. 2002 წელს, მასპინძლობის მენეჯმენტის ფაკულტეტზე სწავლის დასრულების შემდგომ, გიორგი დიდ ბრიტანეთში გადავიდა სამუშაოდ და ჰილტონის სასტუმროების ქსელის სასმელებისა და კვების დეპატრამენტში გაატარა 5 წელი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, გიორგიმ იმუშავა საერთაშორისო სასტუმროების ქსელ “რედისონში”.

ტუსია ღარიბაშვილი
ურბანული აგროკულტურის პროექტის მენეჯერი
მასტერკლასი: ვერტიკალური მეურნეობა
ტუსია “აჭარა ჯგუფს” 2019 წელს შემოუერთდა ურბანული აგროტექნოლოგიის განვითარების განხრით. ის არის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი პროექტისა SpaceFarms, რომელიც წარმოადგენს საქართველოში პირველ სრულიად ავტომატიზირებულ მდგრად მეურნეობას დახურულ სივრცეში. 2017 წლიდან ტუსია აქტიურადაა ჩართული ურბანული მეურნეობის და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმაში. ასევე ტუსია გახლავთ Millennium Innovation Awards-ის კომისიის წევრი და „მე-9 მილენიუმის პროექტის“ თანადამფუძნებელი, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ვაზის ჯიშების სამეცნიერო კვლევებს.

გელა კუპრაშვილი
შოკოლატიერი
მასტერკლასი: შოკოლადის ხელოვნება
გელა ეკვადორიდან საქართველოში 2017 წელს დაბრუნდა, მას ჰქონდა ცოდნა, ინოვაციური იდეები და სურვილი, დაეწყო შოკოლადის წარმოება მარცვლიდან ფილამდე (Bean to Bar) IXX საუკუნის გრანიტის წისქვილების მეთოდით. „აჭარა ჯგუფმა“ მას მხარი დაუჭირა ამ წამოწყებაში და სასტუმრო სტამბაში გაიხსნა პირველი Bean to Bar შოკოლადის სახელოსნო. დღეს აჭარა ჯგუფი მთელს კავკასიის რეგიონში ერთადერთია, ვინც აწარმოებს ნამდვილ, გემრიელ, ავთენტურ, ჯანმრთელ, უკონსერვანტო შოკოლადს კეთილშობილი ლათინო-ამერიკული ჯიშებისგან.

რომან ბერნარდი
ლექტორი

რომან ბერნარდი
აჭარა ჯგუფის საკონდიტროების შეფ-მზარეული
მასტერკლასი: საკონდიტროს საფუძვლები
რომან ბერნარდი აჭარა ჯგუფს 2020 წლის თებერვალში შემოუერთდა, ყველა ობიექტის საკონდიტროების შეფ-მზარეულის პოზიციაზე. ის წარმოშობით საფრანგეთიდანაა (პარიზიდან) და ისეთ ცნობილ შეფებთან უმუშავია, როგორებიც მიშელ როსტინგი და ალან სენდერენსი არიან. პარიზის ცნობილ ობიექტებში 8 წლიანი მუშაობის შემდეგ რომანი დასაქმებული იყო სხვადასხვა სასტუმროსა და რესტორანში ლონდონში, 7 წლის მანძილზე. მანამ სანამ ის აჭარა ჯგუფს შემოუერთდებოდა, ორი წლის მანძილზე საკონდიტროს შეფის პოზიციაზე მუშაობდა Excel London-ში.

ირაკლი ნასყიდაშვილი
ლექტორი

ირაკლი ნასყიდაშვილი
შოკოლატერიის ზედამხედველი, მთავარი მხალავი (Roaster)
მასტერკლასი: ყველაფერი ყავის შესახებ
ირაკლი „აჭარა ჯგუფს“ შემოუერთდა 2010 წელს, როცა მუშაობა დაიწყო სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში და საფუძვლიანად გაეცნო სტუმარმასპინძლობის სფეროს. ამის შემდეგ მან მუშაობა Rooms Hotel Tbilisi-ს მთავარი მიქსოლოგის პოზიციაზე განაგრძო, სადაც კიდევ უფრო მეტად გაიღრმავა ცოდნა და გამოცდილება ბარის მიმართულებით. 2018 წლიდან კი, სასტუმრო Stamba-ს გახსნისთანავე, ირაკლი იკავებს მთავარი მხალავისა (Roaster) და შოკოლატერიის ზედამხედველის პოზიციას.