- ლექციებს ატარებენ ქართველი და უცხოელი პრაქტიკოსი ექსპერტები (საჭიროების შემთხვევაში მიმდინარეობს თარგმანი)
- პრაქტიკა მიმდინარეობს აჭარა ჯგუფის ობიექტების რეალურ სამზარეულოებში
- პრაქტიკის მიმდინარეობისას სტუდენტი მუშაობს კონკრეტულ მენტორთან ინდივიდუალურად
- რეგიონებში (ყაზბეგსა და ბაკურიანში) განაწილებისას სტუდენტები განთავსდებიან სასტუმროებში:
Rooms Hotel Kazbegi და Rooms Hotel Kokhta
“აჭარა ჯგუფში” ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, “აჭარა ჯგუფის აკადემიის” კულინარიის სკოლის კურსდამთავრებულს მიენიჭება უპირატესობა, ხოლო რეგიონალურ ბაზარზე ისარგებლებს კონკურენტუნარიანი პოზიციით.
პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი სტუდენტს აკადემიური რეიტინგის შესაბამისად მიენიჭება. ამავდროულად, რეიტინგის პირველ ხუთეულს დასაქმების ხელშეწყობის მიზნით გადაეცემა ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი აჭარა ჯგუფის აკადემიის დირექტორისა და აჭარა ჯგუფის აღმასრულებელი შეფის ხელმოწერით.
კულინარიის სკოლის პროგრამები პროფესიული ხასიათისაა და განკუთვნილია მათთვის, ვინც დაინტერესებულია მზარეულის ან კონდიტერის პროფესიით. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც გამოუცდელ კანდიდატებს, ასევე კულინარიის სფეროში უკვე დასაქმებულ, ან გამოცდილების მქონე პროფესიონალებს, რომელთაც ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაღრმავება სურთ.
“დამწყები მზარეული”, “დამწყები კონდიტერი”; თითოეული პროგრამის ხანგრძლივობაა 7 თვე. პროგრამები მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს. კერძოდ, 2 თვის მანძილზე მიმდინარეობს თეორიული ლექციები, ხოლო დანარჩენი დრო ეთმობა პრაქტიკულ მეცადინეობას. პროგრამის ფარგლებში თეორიული ლექციების კურსის დროს სწავლა განხორციელდება ყოველ სამუშაო დღეს, დღის პირველ ნახევარში, ორი თვის მანძილზე. დანარჩენი ხუთი თვის მანძილზე კი პრაქტიკული სწავლებისას დატვირთული იქნება კვირაში 5 დღე, დღის მანძილზე საშუალოდ 7 საათით.
თეორიული კურსის ძირითადი ნაწილი ჩატარდება ვირტუალურად, Zoom პლატფორმის გამოყენებით. ლექციებს ატარებენ ჩვენი ჯგუფის წამყვანი უცხოელი შეფ-მზარეულები, დარგის სხვა სპეციალისტები და მოწვეული ლექტორები. ისინი გამოირჩევიან არა მხოლოდ დარგობრივი კვალიფიკაციით, არამედ სწავლების მაღალ ხარისხსაც უზრუნველყოფენ.
კულინარიის სკოლის ლექტორთა საგანმანათლებლო მოსამზადებელი კურსი განხორციელდა თიბისი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.
პრაქტიკული კურსი წარიმართება აჭარა ჯგუფის ობიექტებზე, რეალურ სამზარეულოებში.
ლოკაციებისა და ობიექტების ჩამონათვალი:
- თბილისი, სასტუმრო Holiday Inn Tbilisi
- ყაზბეგი, სასტუმრო Rooms Hotel Kazbegi
- თბილისი, სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi
- თბილისი, რესტორანი Lolita
- თბილისი, სასტუმრო Stamba Hotel
- ბაკურიანი, სასტუმრო Rooms Hotel Kokhta
პრაქტიკულ სწავლებას ახორციელებენ შესაბამისად მომზადებული მენტორები, რომლებიც არიან “აჭარა ჯგუფის” სამზარეულოების სხვადასხვა მიმართულების მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.
კულინარიის სკოლის მენტორთა საგანმანათლებლო მოსამზადებელი კურსი განხორციელდა თიბისი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.
პროგრამაზე ჩასარიცხად კულინარიულ სფეროში გამოცდილება არ არის აუცილებელი წინაპირობა, საჭიროა მხოლოდ საბაზო განათლება და ძლიერი მოტივაცია.
კულინარიის სკოლის პროგრამებზე მიღების პროცედურა შედგება რამდენიმე საფეხურისგან:
- აპლიკაციის შევსება
- მათემატიკის და ლოგიკის ტესტი
- სამედიცინო შემოწმება
- ინდივიდუალური გასაუბრება
- სწავლის საფასურის პირველი ნაწილის გადახდა
აპლიკაციის შევსების ეტაპზე საჭირო დამატებითი დოკუმენტებია:
- პირადობის მოწმობა
- განათლების დამადასტურებელი ცნობა/დიპლომი/სერტიფიკატი
- სამოტივაციო წერილი
- რეზიუმე (არსებობის შემთხვევაში)
სტუდენტის შეფასება სამი კომპონენტისგან შედგება:
- შემაჯამებელი გამოცდა თეორიულ საგნებში
- მენტორის მიერ სტუდენტის შეფასება პრაქტიკული სწავლებისას
- პრაქტიკული გამოცდა სამზარეულოში
- ორივე პროგრამის სწავლის პირველადი საფასურია 5000 ლარი
- კომპანია “აჭარა ჯგუფის” და სხვა სპონსორების მიერ ერთობლივად, თითოეული სტუდენტის 1100 ლარით თანადაფინანსების შედეგად, სტუდენტის მიერ გადასახდელი ჯამური თანხა შეადგენს 3900 ლარს
- სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია 7 ნაწილად:
I ეტაპი – 1000 ლარი
II ეტაპი – 800 ლარი
III ეტაპი – 600 ლარი
IV ეტაპი – 400 ლარი
V ეტაპი – 400 ლარი
VI ეტაპი – 400 ლარი
VII ეტაპი – 300 ლარი
აჭარა ჯგუფის ცხელი ხაზი: 032 2 020 020
აკადემიის ტელეფონი: +995 599 305 580
ელ.ფოსტა: academy@adjaragroup.com
აჭარა ჯგუფის აკადემიის Facebook გვერდი:
https://www.facebook.com/adjaragroupacademy/
მისამართი: თბილისი, 0108, მ. კოსტავას ქ. 14