წესები და პირობები:


1. კულინარიის სკოლის პირველი ნაკადის სარეგისტრაციო ვადა განისაზღვრება 2020 წლის 28 ივლისიდან 2020 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით.


2. აპლიკანტი რეგისტრირებულად ითვლება მხოლოდ მოთხოვნილი დოკუმენტაციის მოწოდებისა და საჭირო ველების სრულყოფილად შევსების შემდეგ, მითითებულ ბმულზე: https://academy.adjaragroup.com/registrationform/


3. პროგრამის თეორიული ნაწილის ფარგლებში საგნები „ტრადიციული ფრანგული სამზარეულო“, „ტრადიციული იტალიური სამზარეულო“, „სერვისი“ და „მენიუ და სამზარეულო“ მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე, პარალელური ქართულენოვანი თარგმანით.


4. პროგრამის პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში, თბილისის გარდა, სტუდენტს სასწავლო მიზნით კურსის გავლა მოუწევს შემდეგ ლოკაციებზე: ყაზბეგის რაიონი, დაბა სტეფანწმინდა (Rooms Hotel Kazbegi); ბორჯომის რაიონი, დაბა ბაკურიანი (Rooms Hotel Kokhta).


5. პროგრამების „დამწყები მზარეული“ და „დამწყები კონდიტერი“ სწავლის პირველადი საფასურია 5000 (ხუთი ათასი) ლარი. კომპანია “აჭარა ჯგუფის” და სხვა სპონსორების მიერ ერთობლივად, თითოეული სტუდენტის 1100 (ათას ასი) ლარით თანადაფინანსების შედეგად, სტუდენტის მიერ გადასახდელი ჯამური თანხა შეადგენს 3900 (სამი ათას ცხრაასი) ლარს, რომლის გადახდაც შესაძლებელია 7 ნაწილად:
I ეტაპი – 1000 ლარი
II ეტაპი – 800 ლარი
III ეტაპი – 600 ლარი
IV ეტაპი – 400 ლარი
V ეტაპი – 400 ლარი
VI ეტაპი – 400 ლარი
VII ეტაპი – 300 ლარი


6. აკადემია იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს აპლიკანტთა პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობა.


7. წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, პროგრამის აპლიკანტი ნებას რთავს აკადემიას საჭიროებისამებრ დაამუშავოს (მათ შორის და არამარტო – შეგროვება, ჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, აღდგენა, გამოყენება) მონაწილის პერსონალური მონაცემები იმ მიზნით, რომ აკადემიამ აწარმოოს კომუნიკაცია აპლიკანტებთან, გააფორმოს მათთან შესაბამისი დოკუმენტაცია, განახორციელოს მარკეტინგული საქმიანობა, აღრიცხოს აპლიკანტთა პოტენციური სია, აწარმოოს სტატისტიკა და გამოიყენოს სხვა ნებისმიერი მიზნით, რომელიც დაკავშირებულია აკადემიის მიერ პროგრამების განხორციელებასთან.