“აჭარა ჯგუფის” აკადემია
აცხადებს მიღებას კულინარიის სკოლის პროგრამებზე „დამწყები მზარეული“
და „დამწყები კონდიტერი“.
აკადემია “აჭარა ჯგუფის” საგანმანათლებლო მიმართულებაა, რომელიც როგორც კომპანიის თანამშრომლებს, ასევე ქართულ და უცხოენოვან საზოგადოებას პიროვნული განვითარების, კომპეტენციების გაძლიერებისა და პროფესიული განათლების უმაღლეს სტანდარტებს სთავაზობს.
აკადემია თანამშრომლობს უმსხვილეს საერთაშორისო ინსტიტუტებთან, საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან, განათლების ექსპერტებთან და საზოგადოებას სასწავლო და განმავითარებელი პროგრამების ნაირსახეობას სთავაზობს.
განათლების მაღალი სტანდარტების დანერგვის გარდა, აკადემია საქართველოში პროფესიული განათლების სფეროს პოპულარიზაციას ემსახურება.
“აჭარა ჯგუფის” აკადემიამ ფუნქციონირება ორი ძირითადი მიმართულებით – ადამიანური განვითარების ცენტრის შექმნითა და კულინარიის სკოლის დაფუძნებით დაიწყო.
“აჭარა ჯგუფის” აკადემიის კულინარიის სკოლა ბაზრის საჭიროებებზე მორგებულ ხარისხიან სასწავლო პროგრამებს ახორციელებს, სტუმარ-მასპინძლობის, კერძოდ, კულინარიის პოპულარიზაციას უზრუნველყოფს და კურსდამთავრებულების დასაქმებას უწყობს ხელს.
სწავლის ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა გამოიხატება თანამედროვე დანადგარებით სრულად აღჭურვილი სასწავლო გარემოთი, ეკოლოგიურად სუფთა ადგილობრივი პროდუქტებით, სწავლების გამოცდილების მქონე „აჭარა ჯგუფის“ და მოწვეული პრაქტიკოსი ექპერტების მიერ ჩატარებული ლექციებით, მაღალკვალიფიციური ინსტრუქტორებისა და სტუდენტების 1:1 თანაფარდობით, თეორიული და პრაქტიკული სწავლების სინთეზით.
კულინარიის სკოლის პროფესიული პროგრამა კულინარიის ხელოვნების შესწავლის მსურველებს იმ საბაზისო ცოდნის მიღებასა და რეალურ სამზარეულოში პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას სთავაზობს, რაც კულინარიის სფეროში განვითარებისთვის აუცილებელია. ამავდროულად, პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს გასტრონომიულ განვითარებას კვალიფიციური დამწყები მზარეულებისა და კონდიტერების მომზადებით.
„აჭარა ჯგუფის“ აკადემიის კულინარიის სკოლა გთავაზობთ უპრეცედენტო შვიდთვიან თეორიულ და პრაქტიკულ პროფესიულ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც დაეუფლებით თქვენ მიერ არჩეულ კულინარიის ხელოვნების მიმართულებას: “დამწყები მზარეული” ან “დამწყები კონდიტერი”. პროგრამები განხორციელდა თიბისი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.
სწავლის პირველ ეტაპზე, გაივლით ორთვიან თეორიული ლექციების კურსს, რომელიც სავალდებულოა როგორც “დამწყები მზარეულისთვის”, ასევე “დამწყები კონდიტერისთვის”. თეორიული საგნების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ, პროგრამის პრაქტიკულ სწავლებას გააგრძელებთ რეალურ და დინამიურ სამზარეულოში, „აჭარა ჯგუფის“ ექვს სხვადასხვა ობიექტზე. როტაციის პრინციპით, თქვენ მოხვდებით სამზარეულოს ყველა სექციაში, სადაც ინდივიდუალურ მენტორობას გაგიწევთ „აჭარა ჯგუფში“ მომუშავე პრაქტიკოსი მზარეულები. ყოველკვირეული პრაქტიკული გამოცდილების ფარგლებში, მენტორის უშუალო ხელმძღვანელობით იმუშავებთ რეალურ შეკვეთებზე, მოქმედი რესტორნის სამზარეულოში. სხვადასხვა სამზარეულოში როტაცია კი შესაძლებლობას მოგცემთ გაეცნოთ სხვადასხვა ტიპის მენიუს, კერძის მომზადების მეთოლოდოგიასა და სამუშაო გარემოს, გახდეთ უფრო მოქნილი და გამოიმუშავოთ სწრაფი ადაპტაციის უნარი.
პრაქტიკული სწავლება ხორციელდება „აჭარა ჯგუფის“ ექვს ობიექტზე:
სწავლების პრაქტიკული ნაწილის ვრცელი აღწერა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
თითოეული პროგრამის სწავლის პირველადი საფასურია 5000 ლარი; კომპანია “აჭარა ჯგუფის” და სხვა სპონსორების მიერ ერთობლივად, თითოეული სტუდენტის 1100 ლარით თანადაფინანსების შედეგად, სტუდენტის მიერ გადასახდელი ჯამური თანხა შეადგენს 3900 ლარს, რომლის გადახდაც შესაძლებელია 7 ეტაპად:
აჭარა ჯგუფის აკადემიის კულინარიის სკოლის პროფესიულ პროგრამაზე მიიღება 22 მზარეული და 8 კონდიტერი. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერი გამოცდილების მქონე ადამიანს, რომელიც არის 16 წლის და რომელსაც მიღებული აქვს სულ მცირე საბაზო განათლება (ცხრა კლასის ჩათვლით).
პროგრამაზე მიღების პროცედურა შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
აუცილებელი დოკუმენტაცია:
პირადობის მოწმობის ასლი
განათლების დამადასტურებელი ცნობა/დიპლომი
აპლიკაცია
პირველ ეტაპზე, ინტერესის გამოსახატად უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. ფორმა მოიცავს ინფორმაციას როგორც პირადი, ისე კარიერული და აკადემიური გამოცდილების შესახებ. ამავე განაცხადს უნდა დაურთოთ სამოტივაციო წერილი.
სამოტივაციო წერილში, 300-650 სიტყვის ფარგლებში უნდა უპასუხოთ შემდეგ კითხვებს:
მათემატიკისა და ლოგიკის ტესტი
აპლიკაციისა და სამოტავაციო წერილის შევსების შემდეგ, შერჩეული კანდიდატები გაივლიან მათემატიკისა და ლოგიკის ტესტირებას. (ტესტის ნიმუში შეგიძლიათ იხილოთ აქ)
სამედიცინო შემოწმება
ტესტირების გავლის შემდეგ, შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ სამედიცინო შემოწმება. შემოწმებას პირველ ეტაპზე დააფინანსებს თავად კანდიდატი. ჯანმრთელობის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, აპლიკანტი გაივლის გასაუბრებას.
გასაუბრება
გავლილი ეტაპებიდან შერჩეული კანდიდატები გაივლიან საბოლოო, ინდივიდუალურ გასაურებას და მიენიჭებათ სტუდენტის სტატუსი. მათი სამედიცინო შემოწმებისთვის გადახდილი თანხა დაიქვითება სწავლის საფასურიდან.
რეგისტრაცია